logo_geo
NATO უკრაინის რეგიონებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარებას უმკაცრესად გმობს
- +

22 სექტემბერი. 2022. 23:54

 

 

NATO უმკაცრესად გმობს რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარებას უკრაინის რეგიონებში, რომელსაც რუსი სამხედროები ნაწილობრივ აკონტროლებენ.

 

„მოკავშირეები არ აღიარებენ და არც არასდროს აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში რეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და გაეროს წესდების აშკარა დარღვევა იქნება. NATO-ს მოკავშირეები არ აღიარებენ უკანონო ანექსიას. ეს მიწები უკრაინას ეკუთვნის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

NATO-ში აღნიშნავენ, რომ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება ესკალაციას წარმოადგენს.

 

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უკრაინის თავდაცვის უფლებას. NATO-ს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი