logo_geo
პენტაგონი: პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე გავლენას არ მოახდენს
- +

23 სექტემბერი. 2022. 00:42

 

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე გავლენას არ მოახდენს.

 

„რაც შეეხება განცხადებებს, რომელიც რუსეთიდან ისმის, ისინი გავლენას არ ახდენენ [ჩვენს] ვალდებულებაზე, გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ჩვენს მოკავშირეებთან, რათა უკრაინა უზრუნველყოფილი იყოს მხარდაჭერით, რომელიც მას თავისი ქვეყნის დასაცავად სჭირდება“, - აღნიშნა პატრიკ რაიდერმა.

 

 

big_banner
არქივი