logo_geo
გერმანიის შს მინისტრი: მზად ვართ თავშესაფარი მივანიჭოთ რუსული არმიიდან დეზერტირებს
- +

23 სექტემბერი. 2022. 10:44

 

 

გერმანია მზადაა გარკვეულ ვითარებაში თავშესაფარი მიანიჭოს რუსული არმიიდან დეზერტირებს და „პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს“. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა.

 

„როგორც წესი, დეზერტირები, რომლებსაც სასტიკი რეპრესიები ემუქრებათ, გერმანიაში საერთაშორისო დაცვის ქვეშ ხვდებიან. თითოეული პირი, რომელიც მამაცად ეწინააღმდეგება პუტინის რეჟიმს და თავს დიდ საფრთხეში იგდებს, შეუძლია გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვოს პოლიტიკური დევნის გამო“, - განაცხადა მინისტრმა.

 

მსგავსი განცხადება გაავრცელა გერმანულმა უფლებადაცვითმა ორგანიზაცია Pro Asyl-მა და მოუწოდა ევროკავშირის ყველა ქვეყანას, თავშესაფარი მიანიჭონ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც იძულებით მობილიზაციას გაურბიან.

 

„ევროპული კანონმდებლობით, ვინც, საერთაშორისო სამართლის დარღვევით მიმდინარე ომს გაურბის, აქვს თავშესაფრის მოთხოვნის უფლება“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი