ინგლისში, ჰამერტონის ზოოპარკში ვეფხვის თავდასხმას ზოოპარკის თანამშრომელი ქალი ემსხვერპლა. ინციდენტი კემბრიჯშირის საგრაფოში მდებარე ზოოპარკში 29 მაისს დამთვალიერებელთა თვალწინ მოხდა. მომხდარის შემდეგ, ზოოპარკიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა.
პოლიციის ინფორმაციით, ვეფხვი ვოლიერში იმ დროს შევიდა, როდესაც იქ ზოოპარკის თანამშრომელი იმყოფებოდა. ჰამერტონის ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, არცერთ ცხოველს ვოლიერი არ დაუტოვებია და დამთვალიერებლებს საფრთხე არცერთი წუთით არ შექმნიათ.