logo_geo
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა დღეს რუსეთის 4 თვითმფრინავი, 5 უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს
- +

24 სექტემბერი. 2022. 20:26

 

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს 4 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

 

„უკრაინულმა საზენიტო ქვედამაყოფებმა ოკუპანტების 4 თვითმფრინავი (სუ-25, ორი სუ-30 და სუ-34), 5 უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს”, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

 

მათივე განცხადებით, დღევანდელი დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა ოკუპანტების თავდასხმები რვა მიმართულებით მოიგერიეს, კერძოდ, პეტროპავლოვკას, ვიემკას, ბახმუტსკოეს, ზაიცევოს, ოპიტნოეს, ოტრადოვკას, ნეველსკოესა და ნოვომიზაილოვკას დასახლებულ პუნქტებთან.

 

 

big_banner
არქივი