უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოთხი თვითმფრინავი, ოთხი სამეთაურო პუნქტი და რუსი დამპყრობლების ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის 20-ზე მეტი ადგილი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ჩამოგდებულ თვითმფრინავებს შორის ორი Su-30, Su-25 და Su-34-ია.
„სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ გაანადგურეს 4 სამეთაურო პუნქტი, 20-ზე მეტი მტრის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ზონა, 3 საჰაერო თავდაცვის პოზიცია და 4 საბრძოლო მასალის საცავი.
გარდა ამისა საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 4 თვითმფრინავი (ორი Su-30, Su-25 და Su-34), 5 დრონი და ერთი საკრუიზო რაკეტა“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.