logo_geo
უკრაინული მხარე: გავანადგურეთ 4 რუსული სამეთაურო პუნქტი და ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის 20-ზე მეტი ადგილი
- +

24 სექტემბერი. 2022. 21:36

 

 

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოთხი თვითმფრინავი, ოთხი სამეთაურო პუნქტი და რუსი დამპყრობლების ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის 20-ზე მეტი ადგილი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. 

 

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ჩამოგდებულ თვითმფრინავებს შორის ორი Su-30, Su-25 და Su-34-ია.

 

„სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ გაანადგურეს 4 სამეთაურო პუნქტი, 20-ზე მეტი მტრის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ზონა, 3 საჰაერო თავდაცვის პოზიცია და 4 საბრძოლო მასალის საცავი.

 

გარდა ამისა საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 4 თვითმფრინავი (ორი Su-30, Su-25 და Su-34), 5 დრონი და ერთი საკრუიზო რაკეტა“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი