logo_geo
ლავროვი: დასავლეთს რუსეთის დაშლა მისი დამოუკიდებელი კურსის გამო სურს
- +

24 სექტემბერი. 2022. 23:37

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთს მსოფლიო რუკიდან „რუსეთის გაქრობა სურს“.

 

მისივე თქმით, რუსოფობიამ დასავლეთში „უპრეცედენტო მასშტაბები შეიძინა“.

 

„დასავლური ქვეყნები უკვე ღიად საუბრობენ რუსეთის დაშლისა და მისი დამოუკიდებელი კურსის გამო მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან გაქრობის განზრახვაზე.

 

რუსოფობიამ დასავლეთში უპრეცედენტო, გროტესკული მასშტაბები შეიძინა. მათ აღარ რცხვენიათ ღიად ისაუბრონ თავიანთ განზრახვაზე, რაც არის არამხოლოდ სამხედრო მარცხის მიყენება ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რუსეთის განადგურება, დაშლა“, - განაცხადა ლავროვმა.  

 

 

big_banner
არქივი