logo_geo
პოდოლიაკი: უკრაინის მოკავშირეებმა რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებას შესაბამისი ქმედებებით უნდა უპასუხონ
- +

25 სექტემბერი. 2022. 00:33

 

 

 

უკრაინის პრეზიდენტის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ დასავლეთმა რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას არამარტო სიტყვით, არამედ ქმედებებითაც უნდა უპასუხოს.

 

პოდოლიაკი 5 ნაბიჯს ასახელებს, რომელიც უკრაინის მოკავშირეებმა კრემლის საპასუხოდ უნდა გადადგან.

 

„მოკავშირეების პასუხი უნდა იყოს:

 

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფ „რამშტაინის“ შეხვედრის ორგანიზება.

 

უკრაინისთვის „ჰაიმარსის“ ჭურვების მიწოდების გაორმაგება.

 

შორი დისტანციის რაკეტებით უზრუნველყოფა.

 

ტანკებისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებაზე ტაბუს დაუყოვნებლივ მოხსნა.

 

უკრაინელი მებრძოლებისთვის სასწავლო ცენტრების უზრუნველყოფა.

 

უკრაინა იცავს არამარტო საკუთარ თავს, არამედ ევროპის საზღვრებსაც. თუ ეს პარტნიორებისთვის ჯერ კიდევ გაუგებარი?“, - აცხადებს პოდოლიაკი.  

big_banner
არქივი