logo_geo
„ჯობია, ამ კრიმინალურ მობილიზაციას გაექცეთ, ვიდრე მერე ომში მონაწილეობისთვის პასუხი აგოთ“ - ზელენსკი რუსებს მიმართავს
- +

25 სექტემბერი. 2022. 01:30

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსებს მოუწოდებს, რომ სამხედრო მობილიზაციას თავი აარიდონ.

 

მისივე თქმით, ომში თავისი სურვილით ჩაბარებულ თითოეულ რუს ტყვეს უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს.

 

„ჯობია არ მიიღოთ გამოძახება, ვიდრე მოკვდეთ სხვის მიწაზე, როგორც ომის დამნაშავე. ჯობია ამ კრიმინალურ მობილიზაციას გაექცეთ, ვიდრე მერე აგრესიულ ომში მონაწილეობისთვის პასუხი აგოთ. რუსეთის ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის, რომ მოქალაქეებს სასიკვდილოდ აგზავნიან და ამისგან გაქცევის გარდა სხვა გზა არ არსებობს.

 

უკრაინა სამი რამის გარანტიას აძლევს ყველა რუს ჯარისკაცს, რომელიც ჩაჰბარდება. პირველი: თქვენ მოგექცევიან ცივილიზებულად, ყველა კონვენციის შესაბამისად. მეორე: არავინ გაიგებს იმ გარემოებებს, თუ როგორ დანებდით, რუსეთში არავინ გაიგებს, რომ თქვენი ჩაბარება ნებაყოფლობითი იყო და მესამე, თუ თქვენ გეშინიათ რუსეთში დაბრუნების და თავად არ გსურთ გაცვლა, ჩვენ ვიპოვით რაიმე გზას.

 

უკრაინა ყველაფერს გააკეთებს თავისი გამარჯვებისთვის, ეს რუსეთის ყველა მოქალაქემ უნდა გაიგოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

big_banner
არქივი