ტაიფუნი „ნორუს“ მიახლოების გამო, ფილიპინების სანაპირო რაიონებში ევაკუაცია გამოცხადდა, - ამის შესახებ BBC წერს.
მე-3 კატეგორიის ტაიფუნი 195 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და ქვეყნის მთავარი კუნძულისკენ, ლუსონისკენ მიემართება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელია მეწყერები და წყალდიდობები, მათ შორის დედაქალაქ მანილაშიც.