logo_geo
სირიის სანაპიროსთან, მიგრანტების ნავის ჩაძირვას 90-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
- +

25 სექტემბერი. 2022. 10:50

 

 

სირიის სანაპიროსთან ლიბანელი მიგრანტების ნავი ჩაიძირა. Reuters-ის ინფორმაციით, დაღუპულია 94 ადამიანი.

 

„ლიბანში მზარდმა ეკონომიკურმა სასოწარკვეთამ ბევრი ადამიანი იძულებული გახადა, ევროპაში ჩასვლის იმედით, ხშირ შემთხვევაში, გაფუჭებული და გადატვირთული ნავებით იმგზავროს“, - წერს სააგენტო Reuters.

 

დაღუპული მიგრანტების ცხედრების პოვნა სირიის ჩრდილოეთით მდებარე საპორტო ქალაქ ტარტუსის სანაპიროსთან ჯერ კიდევ ხუთშაბათს დაიწყეს. სირიის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ნავი ლიბანის ჩრდილოეთიდან, მინიას რეგიონიდან სამშაბათს გავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, ბორტზე 120-დან 150-მდე ადამიანი იყო.

 

 

big_banner
არქივი