ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც ქარიშხალი „ფიონა“ თავს კანადის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა, - ამის შესახებ BBC წერს.
ზოგიერთ დასახლებაში, კოკისპირული წვიმაც იყო და ქარის სიმძლავრე 160 კმ/სთ-ს აღწევდა. წაიქცა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები, დაიტბორა სახლები.
პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს თქმით, სიტუაცია კრიტიკულია და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ჯარის მეშვეობით, სახელმწიფო დახმარებას გაუწევს.
ტროპიკული ქარიშხლის შესახებ გაფრთხილებები გაიცა ახალ შოტლანდიაში, პრინც ედუარდის კუნძულზე, ნიუფაუნდლენდსა და ნიუ-ბრანსუიკში.