logo_geo
კანადას თავს უძლიერესი ქარიშხალი დაატყდა
- +

25 სექტემბერი. 2022. 11:00

 

 

ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც ქარიშხალი „ფიონა“ თავს კანადის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ზოგიერთ დასახლებაში, კოკისპირული წვიმაც იყო და ქარის სიმძლავრე 160 კმ/სთ-ს აღწევდა. წაიქცა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები, დაიტბორა სახლები.

 

პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს თქმით, სიტუაცია კრიტიკულია და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ჯარის მეშვეობით, სახელმწიფო დახმარებას გაუწევს.

 

ტროპიკული ქარიშხლის შესახებ გაფრთხილებები გაიცა ახალ შოტლანდიაში, პრინც ედუარდის კუნძულზე, ნიუფაუნდლენდსა და ნიუ-ბრანსუიკში.

 

 

big_banner
არქივი