logo_geo
უკრაინული მედია: ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და საავადმყოფო დაზიანდა
- +

25 სექტემბერი. 2022. 11:15

 

 

რუსეთმა უკრაინაში, ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. როგორც უკრაინული მედია მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, დაზიანებულია სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და საავადმყოფო. ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებაც, თუმცა, მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია ჯერ გადასამოწმებელია.

 

„ბინებსა და სახლებში დაზიანებულია ფანჯრები. ზოგიერთ სახლს სახურავები აქვს ჩამონგრეული. დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულებები და საავადმყოფო“, - აცხადებს ანატოლი კურტიევი.

 

თავდასხმის ადგილებზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

 

 

big_banner
არქივი