logo_geo
ირანის პრეზიდენტი: ხელისუფლება უნდა გაუმკლავდეს ბუნტს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უშლის ხელს
- +

25 სექტემბერი. 2022. 15:10

 

 

ხელისუფლება უნდა გაუმკლავდეს ბუნტს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უშლის ხელს, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა განაცხადა.

 

ხელისუფლების მხარდასაჭერად თეირანის ქუჩებში გუშინ ათასობით ადამიანი გამოვიდა. პარალელურად, ირანის დედაქალაქსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მასშტაბური ანტისახელისუფლებო გამოსვლები გრძელდება, რომელსაც სამართალდამცველები ძალის გამოყენებით შლიან. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ირანში საპროტესტო აქციებზე 35 ადამიანია დაღუპული.

 

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ირანში მას შემდეგ დაიწყო, რაც ეგრეთ წოდებული ზნეობის პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დაკავებული 22-ი წლის მაჰსა ამინი ცემით მოკლეს.

 

 

big_banner
არქივი