logo_geo
იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
- +

25 სექტემბერი. 2022. 15:28

 

 

იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა 200 სენატორსა და 400 დეპუტატს ირჩევს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაიხსნა და 23:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის უფლება 51 მილიონამდე მოქალაქეს აქვს.

 

ბოლო გამოკითხვების თანახმად, ხმათა უმეტესობას პარტია „იტალიის ძმები“ მოიპოვებს, რომელსაც ულტრა მემარჯვენე ჯორჯია მელონი ხელმძღვანელობს. არჩევის შემთხვევაში მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იქნება და პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ქვეყანას ულტრა მემარჯვენე პრემიერი ეყოლება.

 

 

big_banner
არქივი