logo_geo
ზელენსკი პუტინის ბირთვულ შანტაჟზე: შესაძლოა, გუშინ ბლეფი იყო, მაგრამ ახლა ეს რეალობად შეიძლება იქცეს
- +

25 სექტემბერი. 2022. 23:29

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS-ის ეთერში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

 

წამყვანმა ზელენსკის ჰკითხა მიიჩნევს თუ არა ის პუტინის ბირთვულ მუქარას ბლეფად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ გუშინ შესაძლოა, ეს ბლეფი ყოფილიყო.

 

„შესალძლოა, გუშინ ეს ბლეფი იყო, მაგრამ ახლა ეს შეიძლება რეალობად იქცეს.  რა არის ბირთვული იარაღის თანამედროვე გამოყენება და ბირთვული შანტაჟი? მათ დაიკავეს ჩვენი ატომური ელექტროსადგური და ქალაქი ენერგოდარი. იქ ექვსი ბლოკია... ჩერნობილის მსგავსი სიტუაცია შეიქმნება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათზე ზეწოლა, პუტინს მთელი მსოფლიოს დაშინება უნდა“, - აცხადებს ზელენსკი.

 

 

big_banner
არქივი