logo_geo
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი უკრაინის ომს დეტალური სატელიტური სურათებით აკვირდება
- +

27 სექტემბერი. 2022. 01:38

 

 

ევროკავშირის სატელიტური ცენტრი საშუალებას იძლევა უკრაინაში მოვლენებს „არაჩვეულებრივი დეტალებით“ დააკვირდეს და უკრაინას მიაწოდოს დიდი რაოდენობით სატელიტური გამოსახულება, რაც აუცილებელია გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

 

„მნიშვნელოვანი განზომილება (ცენტრის საქმიანობის) არის გლობალური პარტნიორობის განვითარება, კერძოდ, გაეროსთან, ეუთოსთან და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან – სატელიტური ცენტრი ყველა მათგანს აწვდის ინფორმაციას. ამჟამად უკრაინა ძირითადად იმარჯვებს და ჩვენ ვხედავთ, რა ხდება იქ არაჩვეულებრივი დეტალებით. ის ასევე მხარს უჭერს უკრაინის ხელისუფლების ქმედებებს, რომლებსაც შეუძლიათ, გამოიყენონ ეს სურათები. ჩვენ მათ ვაწვდით ასეთ სურათებს - არ ვიტყვი რამდენს, მაგრამ ბევრს“, - განაცხადა ბორელმა.

 

 

big_banner
არქივი