logo_geo
ზელენსკი: უკრაინა მოელის, რომ საფრანგეთს მკაფიო რეაქცია ექნება ფიქტიურ რეფერენდუმზე, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ატარებს
- +

27 სექტემბერი. 2022. 20:52

 

 

უკრაინა მოელის, რომ საფრანგეთს მკაფიო რეაქცია ექნება ფიქტიურ რეფერენდუმზე, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ატარებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეტის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს.

 

„ახლა მნიშვნელოვანია საფრანგეთისგან, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერისგან, ძალიან ძლიერი სიგნალის მიღება ხელოვნური „რეფერენდუმების“ შესახებ, რომელსაც რუსეთი იარაღის ლულის ქვეშ ატარებს. რეაქცია არ უნდა იყოს ვერბალური. ჩვენ ველით მკაფიო სანქციებს: როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტში, ასევე ცალკეულ სიგნალებს იმის შესახებ, თუ რა მოხდება, თუ რუსეთი აღიარებს ამ ხელოვნურ „რეფერენდუმებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი