logo_geo
ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო: გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის თითქმის 66 000 მოქალაქე ევროკავშირის ტერიტორიაზე შევიდა
- +

27 სექტემბერი. 2022. 21:13

 

 

ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს (Frontex) მონაცემებით, რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, ევროკავშირში შესული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა.

 

„გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის თითქმის 66 000 მოქალაქე ევროკავშირის ტერიტორიაზე შევიდა, რაც 30%-ზე მეტია წინა კვირასთან შედარებით. მათი [რუსეთის მოქალაქეების] უმეტესობა ფინეთსა და ესტონეთში ჩავიდა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, ფინეთში რუსეთის 30 000 მოქალაქე ჩავიდა.

 

„Frontex-ის შეფასებით, საზღვრის უკანონო გადაკვეთა სავარაუდოდ გაიზრდება, თუ რუსეთი გადაწყვეტს საზღვრის დახურვას პოტენციური წვევამდელებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი