logo_geo
ენტონი ბლინკენი: აშშ არ შეეწინააღმდეგება უკრაინის მიერ დასავლური იარაღის იმ ტერიტორიებზე გამოყენებას, რომლებიც რუსეთმა შეიძლება საკუთარ რეგიონებად გამოაცხადოს
- +

27 სექტემბერი. 2022. 23:05

 

 

ვაშინგტონი არ შეეწინააღმდეგება უკრაინის მიერ დასავლური იარაღის იმ ტერიტორიებზე გამოყენებას, რომლებიც რუსეთმა შეიძლება ე.წ. რეფერენდუმების საფუძველზე საკუთარ რეგიონებად გამოაცხადოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განუცხადა.

 

მისივე თქმით, ოფიციალურ კიევს აქვს უფლება, დაიცვას „მთელი თავისი ტერიტორია“, კერძოდ, დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ამა თუ იმ მეთოდით.

 

„აშშ არ აღიარებს ამ ტერიტორიების სტატუსის ცვლილებას და მათ კვლავ უკრაინის ნაწილებად მიიჩნევს. კიევი გააგრძელებს ყველა აუცილებელი ნაბიჯის გადადგმას მიწების დასაბრუნებლად, ვაშინგტონი კი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას“, - განაცხადა ბლინკენმა.

 

 

big_banner
არქივი