logo_geo
დუბაიში მთვარის მსგავსი გიგანტური სასტუმროს აშენებაზე ფიქრობენ
- +

28 სექტემბერი. 2022. 00:46

 

 

დუბაიში შესაძლოა გრანდიოზული კურორტი ააშენონ, რომელსაც მთვარის დიზაინი ექნება. ამის შესახებ CNN იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, პროექტზე კომპანია MOON World Resorts მუშაობს. ისინი სასტუმროს აშენებას კუნძულ პალ ჯუმეიაზე გეგმავენ, გაყინულ პროექტ Dubai Pearl-ის ადგილას.

 

გარედან სასტუმროს რეალისტური კრატერებითა და მთვარის ზედაპირისთვის დამახასიათებელი ტექსტურით გააფორმებენ. შიგნით კი რესტორნები, სპა-ცენტრები, ატრაქციონები განთავსდება, რომლებიც მთვარის თემატიკის მიხედვით იქნება აწყობილი. მათ შორის, იქნება სივრცე, რომელიც სტუმრებს მთვარის „ზედაპირზე“ გასეირნების საშუალებას მისცემს. სავარაუდოდ, ეს სიამოვნება მათ 500 დოლარი დაუჯდებათ.

 

პროექტის რეალიზაციის ღირებულება 5 მილიარდ დოლარად ფასდება. MOON World Resorts-ში ამბობენ, რომ პირველი ასეთი „მთვარე“ დედამიწაზე სავარაუდოდ 2027 წელს გაიხსნება.

 

 

big_banner
არქივი