logo_geo
ISW: ლიმანთან ახლოს რუსები ალყაში არიან, სასტიკი ბრძოლები გრძელდება
- +

28 სექტემბერი. 2022. 10:08

 

 

უკრაინული ძალები აძლიერებენ პოზიციებს დონბასში, ლიმანთან ახლოს და ათავისუფლებენ ახალ დასახლებებს, - ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის  (ISW) ახალ შეჯამებაში.

 

ანალიტიკოსების აზრით, სასტიკი ბრძოლები გრძელდება ლიმანის რაიონში და ლიმანთან ახლოს უკრაინელმა სამხედროებმა რუსები ალყაში მოაქციეს.

 

ISW-ის ექსპერტები უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ 26 და 27 სექტემბერს შეიარაღებულმა ძალებმა ლიმანის ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილოეთით რამდენიმე სოფელი აიღეს.

 

გარდა ამისა, ამერიკული ინსტიტუტი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლიმანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ტორსკესა და იამპილში უკრაინული სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფები უკვე შენიშნეს.

 

 „ვაგნერელები“ ​​ხშირად ნებდებიან უკრაინის არმიას. ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის შეტევა ბახმუტზე ჩავარდა.

 

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა, უახლოეს მომავალში დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანს ალყა შემოარტყან.

 

 

big_banner
არქივი