logo_geo
რუსული МИР-ის ბარათების მიღება ყველა თურქულმა ბანკმა შეწყვიტა
- +

28 სექტემბერი. 2022. 15:07

 

 

რუსული МИР-ის ბარათების მიღება ყველა თურქულმა ბანკმა შეწყვიტა. რუსული გადახდის სისტემიდან გამოვიდნენ სახელმწიფო ბანკებიც.

 

ამავე ცნობით, სახელმწიფო ბანკებმა შეაჩერეს რუსეთის ადგილობრივი გადახდის სისტემის МИР აპლიკაციის გამოყენება.

 

აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტის გაფრთხილების შემდეგ ფინანსური ინსტიტუტების მიმართ სანქციების შესახებ, რომლებიც იყენებენ МИР გადახდის სისტემას, Türkiye İş Bankası-მ და Denizbank-მა დატოვეს სისტემა.

 

ორი კერძო ბანკის შემდეგ სამმა საჯარო ბანკმა გამოაცხადა მირიდან გასვლა.

 

საბოლოო გადაწყვეტილებით, არ იარსებებს თურქული ბანკები, რომლებიც ისარგებლებენ რუსული МИР-ის სისტემით.

 

МИР გადახდის სისტემა დაარსდა რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ 2017 წლის მაისში, როგორც ეროვნული გადახდის სისტემა.

 

big_banner
არქივი