logo_geo
სტოლტენბერგი: „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აღმოჩენილი გაჟონვა დივერსიის შედეგია
- +

28 სექტემბერი. 2022. 19:26

 

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აღმოჩენილი გაჟონვა დივერსიის შედეგია.

 

„ჩვენს ძვირფას მოკავშირე, დანიის თავდაცვის მინისტრ მორტენ ბოდსკოვთან განვიხილეთ დივერსია „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე. ჩვენ NATO-ს ქვეყნებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხი განვიხილეთ“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

„ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის გაზსადენმა, რომელიც რუსეთს გერმანიასთან ბალტიის ზღვის გავლით აკავშირებს, ორ წერტილში გაჟონა. მსგავსი გაჟონვა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენზე მოხდა.

 

 

big_banner
არქივი