logo_geo
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი არ აღიარებს ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს უკრაინის ოთხ რეგიონში
- +

28 სექტემბერი. 2022. 20:06

 

 

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი არ აღიარებს ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს უკრაინის ოთხ რეგიონში, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ.

 

„სერბეთი არ აღიარებს რეფერენდუმებს, რადგან სერბეთი იცავს საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებასა და გაეროს რეზოლუციებს. ჩვენ ვიცავთ საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს ინტერესებშია სხვა საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დაცვა“, - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი