logo_geo
ვიაჩესლავ ვოლოდინი: სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ პირებს კომისარიატის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეკრძალებათ
- +

29 სექტემბერი. 2022. 11:26

 

 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ პირებს სამხედრო კომისარიატის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება, შესაბამისად, ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

 

მისი განცხადებით, ეს ნორმა ჯერ კიდევ 21 სექტემბერს, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებიდან პირველივე დღეს უნდა ამოქმედებულიყო.

 

ვოლოდინის თქმით, ამას ითვალისწინებს კანონი „რუსეთის ფედერაციაში სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის შესახებ“.

 

„კანონში ასეთი ნორმა არსებობს და მისით უნდა იხელმძღვანელოს სამხედრო აღრიცხვაზე მყოფმა ყველა პირმა“, - განაცხადა ვოლოდინმა.

 

 

big_banner
არქივი