რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, კრივში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ნიკოლაი ვალუევმა სამხედრო კომისარიატიდან უწყება მიიღო. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
ვალუევმა უწყების ფოტო „ტელეგრამში“ გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ კომისარიატში აუცილებლად მივა. უწყებაში წერია, რომ ვალუევი კომისარიატში „მონაცემთა დასაზუსტებლად და სამხედრო აღრიცხვის საბუთებში ცვლილებების შესატანად“ გამოიძახეს.
„სამშობლო დამიძახებს - წავალ. რიგითი ვარ და სახელმწიფო დუმაში მოღვაწეობის პერიოდში სხვა წოდება არ მიმიღია“, - წერს დეპუტატი.
უწყებაში წერია, რომ ვალუევი კომისარიატში 15 ოქტომბრამდე უნდა გამოცხადდეს. „კომისარიატში დუმის პლენარული სხდომების კვირის შემდეგ მივალ“, - წერს ცნობილი მოკრივე.