logo_geo
ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს მოუწოდა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს
- +

29 სექტემბერი. 2022. 20:38

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს მოუწოდა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს.

 

„თავისი აგრესიული პოლიტიკით რუსეთი აგრძელებს ხელოვნური რეფერენდუმების გამართვას და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტნიორმა, ცივილიზებული სამყაროს ყველა ლიდერმა და რა თქმა უნდა, საფრანგეთმა მხარი დაუჭიროს უკრაინას და რაც შეიძლება მკაცრად დაგმოს ეს ფიქტიური რეფერენდუმები“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის დროს.

 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები გაძლიერდება და, რაც შეიძლება მალე, სანქციების მერვე პაკეტის დამტკიცდება.

 

 

big_banner
არქივი