logo_geo
ზელენსკი: უკრაინა მოიგებს ომს, რადგან ჩვენს მიწაზე ვართ, ჩვენს მხარეზე სიმართლეა
- +

30 სექტემბერი. 2022. 00:07

 

 

უკრაინა მოიგებს ომს, რადგან ჩვენს მიწაზე ვართ, ჩვენს მხარეზე სიმართლეა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

„უკრაინა გააგრძელებს თავის დაცვას და გაიმარჯვებს ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში, რადგან საკუთარ მიწაზე ვართ. სიმართლე ჩვენს მხარეზეა. ცივილიზებული სამყარო მხარს გვიჭერს. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რაც ჭეშმარიტებაა პლანეტის ნებისმიერი ერისთვის: სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის, ბედნიერების უფლებისთვის ყველა ჩვენი ოჯახისთვის, ყველა ჩვენი შვილისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი