აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 12.3 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
აშშ-ის სენატმა ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო, რომელიც ასევე შეიცავს უკრაინისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფას.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 7.8 მილიარდი დოლარი გამოიყოფა თავდაცვის საჭიროებებისთვის, ხოლო 4.5 მილიარდი - უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებისთვის.