logo_geo
აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 12.3 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას
- +

30 სექტემბერი. 2022. 01:30

 

 

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 12.3 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

აშშ-ის სენატმა ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო, რომელიც ასევე შეიცავს უკრაინისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფას.

 

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 7.8 მილიარდი დოლარი გამოიყოფა თავდაცვის საჭიროებებისთვის, ხოლო 4.5 მილიარდი - უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებისთვის.

 

 

big_banner
არქივი