„რუსეთს მოუწევს ლიმანის ალყიდან გასვლის თხოვნა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
„8 წლის წინ ილოვაისკის მახლობლად რუსმა სამხედროებმა ალყა შემოარტყეს ჩვენებს. ჩვენი ბიჭები დათანხმდნენ უიარაღოდ გასვლას, მაგრამ რუსეთმა სიტყვა დაარღვია. კოლონა ჩაცხრილეს. დღეს რუსეთს მოუწევს ლიმანის ალყიდან გასვლის თხოვნა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, კრემლში მყოფთ თავიანთი ჯარისკაცები ადარდებთ“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი.