„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა თავის ტერიტორიებზე კონტროლი აღადგინოს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
„აშშ გმობს რუსეთის თაღლითურ ძალისხმევას უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიასთან დაკავშირებით. რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, არღვევს გაეროს წესდებასა და ყველგან გამოხატავს ზიზღს მშვიდობიანი ერების მიმართ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ გააძლიერებს უკრაინას სამხედრო და დიპლომატიური კუთხით.
„მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, უარყონ ანექსიის უკანონო ძალისხმევა და დადგნენ უკრაინელი ხალხის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა მან.
დღეს კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი ანექსირებული ტერიტორიების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.