logo_geo
ჯო ბაიდენი: ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა თავის ტერიტორიებზე კონტროლი აღადგინოს
- +

30 სექტემბერი. 2022. 19:46

 

 

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა თავის ტერიტორიებზე კონტროლი აღადგინოს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

 

„აშშ გმობს რუსეთის თაღლითურ ძალისხმევას უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიასთან დაკავშირებით. რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, არღვევს გაეროს წესდებასა და ყველგან გამოხატავს ზიზღს მშვიდობიანი ერების მიმართ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ გააძლიერებს უკრაინას სამხედრო და დიპლომატიური კუთხით.

 

„მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, უარყონ ანექსიის უკანონო ძალისხმევა და დადგნენ უკრაინელი ხალხის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა მან.

 

დღეს კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი ანექსირებული ტერიტორიების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

 

 

big_banner
არქივი