logo_geo
ზელენსკი: უკრაინამ ომში ინიციატივა ხელში ჩაიგდო და ხელშესახებ შედეგებს აღწევს
- +

1 ოქტომბერი. 2022. 01:28

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ომში ინიციატივა ხელში ჩაიგდო და ხელშესახებ შედეგებს აღწევს.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიბრუნეს დასახლება იამპოლი და წარმატებას მიაღწიეს ქალაქ ლიმანთან.

 

„ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. ამის შესახებ უკვე საკმარისი საჯარო ინფორმაციაა. ყველამ გაიგო რა ხდება ლიმანში, დონეცკის ოლქში. ეს არის ნაბიჯები, რომელიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს ჩვენი თავდაცვის გეგმის ამ ელემენტის განხორციელებისთვის! ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი