logo_geo
რუსი ოპოზიციონერი: რუსულ ელიტას სძულს პუტინი
- +

1 ოქტომბერი. 2022. 22:27

 

 

პუტინი უკვე სძულს საკუთარ ელიტას, - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა და „ეფესბეს“ გადამდგარმა პოლკოვნიკმა გენადი გუდკოვმა  განაცხადა.

 

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ რუსულ ელიტას უკვე ღიად სძულს პუტინი.

 

„რეგიონებს შეუძლიათ გაიღვიძონ, მაგრამ არ არსებობს საკმარისი წინაპირობები, რომ ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს. რეგიონებში აჯანყებას არ შეუძლია რეჟიმის შეცვლა. მაგრამ თუ ერთი რეგიონის ჯაჭვური რეაქცია მეორის მიყოლებით დაიწყება, მაშინ მოსკოვში შეიძლება დაიწყოს რაიმე სახის რევოლუცია, რომელიც პუტინს სიცოცხლეს წაართმევს ან ხელისუფლებას ჩამოაშორებს.

 

ელიტას ახლა სძულს პუტინი. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ფაქტია, რომ ამ სიძულვილიდან ლიდერის გადაყენებამდე უზარმაზარი მანძილია.

 

ელიტას, ხალხისგან განსხვავებით, კარგად ესმის რა ხდება, მათ დიდი ხანია სძულთ პუტინი. მათ ესმით, რომ მათ მომავალი ჩამოართვეს. წაართვეს აწმყოც კი. მათ ოჯახებს შეიძლება წაართვან სიცოცხლე. ეს ელიტას კარგად ესმის“, - აცხადებს რუსი ოპოზიციონერი.

 

შეგახსენებთ, უკრაინის ძალები ლიმანში შევიდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ლიმანის დატოვებას ადასტურებს.

 

 

big_banner
არქივი