logo_geo
ნიკო ლანგი: ნასამებით უკრაინის ცის ჩაკეტვა შესაძლებელი გახდება
- +

1 ოქტომბერი. 2022. 22:34

 

 

„ნასამებით უკრაინის ცის ჩაკეტვა შესაძლებელი გახდება“, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკო ლანგიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

 

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა უმჯობესდება.

 

ნიკო ლანგი ამბობს, რომ ნასამების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება ადრე უნდა მიეღოთ.

 

„ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინამ ბევრი დრონი და რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა უმჯობესდება. როცა საქმე ნასამებს { სარაკეტო სისტემა} ეხება, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ნორვეგიამ და აშშ-მა მიიღეს, რადგან ეს მათი ერთობლივი წარმოებაა.

 

მიწოდებული იქნება 8 სისტემა და თუ შევხედავთ მათ რადიუსს, რადარებს და სხვა მონაცემებს, შესაძლებელი გახდება უკრაინის ცის ჩაკეტვა და რაკეტებისგან უკრაინის ეფექტურად დაცვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში სტაბილურობის შესაქმნელად, როდესაც აღმოსავლეთში ომი მიმდინარეობს და ქვეყნის სხვა ნაწილებში ეკონომიკური განვითარება უნდა გაგრძელდეს“.

 

 

big_banner
არქივი