logo_geo
ჯოზეფ ბორელი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ამ დროისთვის პრინციპულ საკითხს არ წარმოადგენს
- +

1 ოქტომბერი. 2022. 23:52

 

 

უკრაინის NATO-ში გაწევრიანება  ამ მომენტისთვის პრინციპულ საკითხს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

 

მან აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება, რასაც, მისი აზრით, ეფექტი აქვს.

 

ბორელმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ევროკავშირმა პირველად გამოიყენა თავისი სახსრები იარაღის შესაძენად და საომარ ვითარებაში მყოფი მესამე ქვეყნისთვის მისაწოდებლად.

 

„ამერიკის შეერთებული შტატების წვლილთან ერთად, ეს არის ის, რამაც საშუალება მისცა უკრაინას დაეცვა თავი“, - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით ბორელმა განაცხადა, რომ „ბირთვული საფრთხის რისკი შესაძლებელია“.

 

გარდა ამისა, ბორელმა კომენტარი გააკეთა კრემლის ყალბ რეფერენდუმებზე უკრაინაში და აღნიშნა, რომ არავინ აღიარებს ამ ტერიტორიების ანექსიას.

 

მისი თქმით, უკრაინის რეგიონების ანექსიის მცდელობა თითქმის შეუძლებელს ხდის ომის დასრულებას.

 

 

big_banner
არქივი