logo_geo
„Washington Post“: ტყვეების გაცვლა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა, მიუხედავად ФСБ-ს წინააღმდეგობისა
- +

2 ოქტომბერი. 2022. 10:36

 

 

ტყვეების გაცვლა რუსეთსა და უკრაინას შორის სექტემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა, მიუხედავად ФСБ-ს  წინააღმდეგობისა, რომელსაც რუსეთში საზოგადოების პროტესტის ეშინოდა. ამის შესახებ „Washington Post“ უკრაინელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები შეაშფოთა ფაქტმა, რომ გაცვლის შედეგად ოთხჯერ მეტი უკრაინელი გათავისუფლდა, ვიდრე რუსები.

 

თითქმის 300 ადამიანის გაცვლა შედგა, რომელიც მოიცავდა 215 უკრაინელის, 55 რუსის, ვიქტორ მედვედჩუკისა და 10 უცხო ქვეყნის მოქალაქის გათავისუფლებას, მათ შორის ორი ამერიკელის.

 

„ФСБ სრულიად წინააღმდეგი იყო. მათ ესმოდათ, თუ როგორი იქნებოდა ეს გარიგება საზოგადოებისთვის“, - თქვა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით.

 

შეთანხმების პირობების თანახმად, რუსეთმა გაათავისუფლა „აზოვის“ ხუთი მეთაური, რომლებიც მარიუპოლის დაცვას ხელმძღვანელობდნენ. მათ არ შეუძლიათ ომის დასრულებამდე თურქეთის დატოვება, მაგრამ ისინი არ არიან ციხეში და თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით.

 

 

big_banner
არქივი