logo_geo
რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
- +

2 ოქტომბერი. 2022. 11:51

 

 

მედიის ცნობით, რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა. „Bloomberg“ წერს, რომ რუსეთმა ვერ მოიპოვა საკმარისი ხმები გაეროს დაქვემდებარებაში მყოფ საავიაციო სააგენტოს მმართველ საბჭოში ხელახლა ასარჩევად, საავიაციო საქმიანობასთან დაკავშირებული იმ ქმედებების გამო, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩაიდინა.

 

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დასავლეთში ასევე განაცხადეს, რომ რუსეთმა უკანონოდ მიითვისა ასობით უცხოური თვითმფრინავი, რასაც მოსკოვი უარყოფს.

 

მარტში რუსეთმა ქვეყნის ავიაკომპანიებს უფლება მისცა, უცხოური კომპანიებისგან იჯარით აღებული თვითმფრინავები რუსეთის თვითმფრინავების რეესტრში გაეტარებინათ.

 

 

big_banner
არქივი