ინდონეზიაში, აღმოსავლეთ იავას ქალაქ მალანგში, „Arema FC“-ისა და მეტოქე „Persebaya Surabaya“-ს მხარდამჭერების დაპირისპირების მსხვერპლთა რაოდენობამ 170-ს გადააჭარბა და, როგორც BBC წერს, სულ მცირე, 174 დაღუპული შეადგინა.
„Arema FC“-ისა და მეტოქე „Persebaya Surabaya“-ს მხარდამჭერები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც „Arema FC“ ანგარიშით 3:2 დამარცხდა.
დამარცხებული გუნდის მხარდამჭერები, საფინალო სასტვენის შემდეგ, მოედანზე შეიჭრნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გაზის გაშვებას მოედანზე ჭყლეტა მოჰყვა.