logo_geo
ინდონეზიაში, საფეხბურთო მატჩის შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისა და ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 170-ს გადააჭარბა
- +

2 ოქტომბერი. 2022. 12:32

 

 

ინდონეზიაში, აღმოსავლეთ იავას ქალაქ მალანგში, „Arema FC“-ისა და მეტოქე „Persebaya Surabaya“-ს მხარდამჭერების დაპირისპირების მსხვერპლთა რაოდენობამ 170-ს გადააჭარბა და, როგორც BBC წერს, სულ მცირე, 174 დაღუპული შეადგინა.

 

„Arema FC“-ისა და მეტოქე „Persebaya Surabaya“-ს მხარდამჭერები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც „Arema FC“ ანგარიშით 3:2 დამარცხდა.

 

დამარცხებული გუნდის მხარდამჭერები, საფინალო სასტვენის შემდეგ, მოედანზე შეიჭრნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გაზის გაშვებას მოედანზე ჭყლეტა მოჰყვა.

 

 

 

big_banner
არქივი