logo_geo
პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე კედლის აღმართვა დაასრულა
- +

2 ოქტომბერი. 2022. 14:25

 

 

პოლონეთის მთავრობის კომისარმა საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების საკითხებში ბელარუსის საზღვარზე კედლის მშენებლობის დასრულება გამოაცხადა.

 

„პოლონეთმა დაასრულა დამცავი ბარიერის მშენებლობა ბელარუსის საზღვარზე. უკანონო შესვლა პოლონეთში ახლა შეუძლებელია. პოლონეთის საზღვარი დღეს ევროპაში ყველაზე უსაფრთხოა“, - წერს სტანისლავ ჟარინი.

 

შეგახსენებთ, რომ იანვარში პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე ღობის მშენებლობა დაიწყო ბელარუსიდან არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად. სამუშაოები ზაფხულის შუა რიცხვებში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გეოლოგიური სირთულეების გამო გადაიდო.

 

 

big_banner
არქივი