logo_geo
NATO-ს წევრი 9 ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
- +

2 ოქტომბერი. 2022. 15:48

 

 

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე NATO-ს წევრი ქვეყნების პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. დოკუმენტს ხელს აწერენ ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები.

 

„ჩვენ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებს, ქვეყნების, რომელთა ლიდერები ომის დროს ეწვივნენ კიევს და საკუთარი თვალით იხილეს რუსული აგრესიის შედეგები, არ შეგვიძლია გავჩუმდეთ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არ ვაღიარებთ და არასდროს ვაღიარებთ უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიისთვის რუსეთის მცდელობებს. მტკიცედ ვუჭერთ მხარს 2008 წლის ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით. მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავის დაცვაში, მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, არსებითად გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

პრეზიდენტები აქვე მიუთითებენ, რომ ყველა, ვინც აგრესიულად იქცევა და დანაშაულს სჩადის, უნდა დაისაჯოს.

 

 

big_banner
არქივი