logo_geo
თეირანის შარიფის უნივერსიტეტთან პოლიციასა და სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა
- +

3 ოქტომბერი. 2022. 10:00

 

 

თეირანში უნივერსიტეტის მომიტინგე სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, უსაფრთხოების ძალები თავს დაესხნენ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს და ცეცხლსასროლი იარაღითაც ისროდნენ.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის უსაფრთხოების ძალებმა სტუდენტების კამპუსიდან განდევნის მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე ათეული სტუდენტი.

 

საპროტესტო დემონსტრაციები თეირანის გარდა, ასევე, გაიმართა რამდენიმე ქალაქში, როგორიცაა: იაზდი, ქერმანშაჰი, სანანდაჯი, შირაზი და მეშჰედი.

 

„დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სიკვდილი ხამენეის!“ - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

 

საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა, მიუხედავად მზარდი დაღუპულთა რიცხვისა და უსაფრთხოების ძალების მიერ დარბევისა.

 

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ანტისამთავრობო აქციების მიმდინარეობისას 133 ადამიანი დაიღუპა.

 

შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. გოგონა ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის „არასათანადო ტარების“ გამო დააკავა, ის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი