logo_geo
სერგეი შოიგუ: ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 200 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა
- +

4 ოქტომბერი. 2022. 15:13

 

 

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 200 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა

 

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრომ ნაწილობრივი მობილიზაციის გეგმები „ორ მესამედზე მეტით შეასრულა“.

 

„დღეს შეიარაღებულ ძალებში 200 000-ზე მეტი ადამიანია შემოსული... ჩამოყალიბებული ქვედანაყოფების პერსონალის მომზადება 80 პოლიგონზე და ექვს სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს“, - განაცხადა მან.

 

შოიგუმ აღნიშნა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციისთვის გამოძახებული პირები მხოლოდ საბრძოლო კოორდინაციის შემდეგ გაიგზავნებიან „სპეცოპერაციის“ რაიონებში, უკვე ჩართულ დანაყოფებთან ერთად.

 

 

 

big_banner
არქივი