რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 200 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრომ ნაწილობრივი მობილიზაციის გეგმები „ორ მესამედზე მეტით შეასრულა“.
„დღეს შეიარაღებულ ძალებში 200 000-ზე მეტი ადამიანია შემოსული... ჩამოყალიბებული ქვედანაყოფების პერსონალის მომზადება 80 პოლიგონზე და ექვს სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს“, - განაცხადა მან.
შოიგუმ აღნიშნა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციისთვის გამოძახებული პირები მხოლოდ საბრძოლო კოორდინაციის შემდეგ გაიგზავნებიან „სპეცოპერაციის“ რაიონებში, უკვე ჩართულ დანაყოფებთან ერთად.