უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აზოვსტალის“ და მარიუპოლის დამცველებს უკრაინის გმირის წოდებები მიანიჭა. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება.
გმირის წოდება მიენიჭა მაიორ სერგეი ვოლინსკის, მაიორ სვიატოსლავ პალამარს, მაიორ ოლეგ ხომენკოსა და პოლკოვნიკ დენის შლეგს.
გმირის წოდება სამხედროებს პირადი მამაცობისა და გმირობისთვის, ასევე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მიანიჭეს. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.